ჩინეთის ქალაქ უხანში, Baidu-ს რობოტაქსების ათობით მანქანა გაუმართაობის გამო, დატვირთული მაგისტრალების შუაგულში გაიჭედა. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, Apollo Go-ს მანქანებში ტექნიკური გაუმართაობა მოხდა. ბევრი რობოტაქსი მარცხენა, ანუ სწრაფ ზოლში გაჩერდა. Baidu ინციდენტს იძიებს.
Wired-ის ცნობით, რობოტაქსების ზოგიერთ მგზავრს მანქანებიდან ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ შეეძლოთ გადმოსვლა.