2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების პირველი საჯარო გაყიდვის შედეგად გამოვლინდა, რომ ფიფა ფინალზე დასასწრები ბილეთებისთვის 10 990 დოლარამდე ფასს ითხოვს.
BBC-ის ცნობით, ეს ფეხბურთის მატჩის ბილეთის ყველაზე მაღალი ფასია.
2022 წელს კატარში გამართული წინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ბილეთების ყველაზე ძვირადღირებული ადგილის ფასი 1604 დოლარი ღირდა.
ცნობისთვის, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 20 ივნისიდან 20 ივლისამდე გაიმართება შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში. მატჩები გაიმართება რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და ჩიკაგოში, ფინალი კი ნიუ-იორკში/ნიუ-ჯერსიში გაიმართება. ეს არის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 48 გუნდით და პირველი, რომელიც სამ ქვეყანაში გაიმართება.