უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ორშაბათს ბუდაპეშტი დაბლოკავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტის მიღებას. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
სიიარტოს თქმით, ამის მიზეზი არის ის რომ, უკრაინა მილსადენ „დრუჟბას“ გავლით ნავთობის ტრანზიტს არ ახორციელებს.
„უნგრეთი დაბლოკავს მას, ვიდრე უკრაინა „დრუჟბას“ მილსადენით უნგრეთსა და სლოვაკეთში ნავთობის ტრანზიტს არ განაახლებს, ჩვენ კიევისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას არ დავუშვებთ“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ „დრუჟბას“ მილსადენი რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანდა, რის გამოც ვერ ხერხდება უნგრეთისთვის და სლოვაკეთისთვის ნავთობის მიწოდება და ამის შესახებ უკრაინის მთავრობამ მათ აცნობა.