საზღვო დარგის განვითარების სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე, აზერბაიჯანი ინტენსიურად ზრდის სავაჭრო ფლოტს. დღეს მეზობელი ქვეყანა ფლობს სხვადასხვა ტიპის 51 გემს. აზერბაიჯანის ფლოტი გადაზიდვებს ახორციელებს, როგორ შუა დერეფნის კასპიის ზღვის მონაკვეთზე ასევე მსოფლიოს სხვადასხვა საოკეანო თუ საზღვაო მიმართულებებით, - ამის შესახებ სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურულ და ლოგისტიკურ საკითხებზე სპეციალიზებული პლატფორმა transcor.ge იუწყება.
პუბლიკაციაში "საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი" (TCRC) განმარტავს, რომ აზერბაიჯანული ფლოტის განვითარება, ძირითადად საკუთარი ნავთობის რეალიზების შედეგად მიღებული ფინანსური სახსრებითაა უზრუნველყოფილი.
აზერბაიჯანის ლოგისტიკური ანალიზი აჩვენებს აზერბაიჯანის და საქართველოს საზღვაო ინდუსტრიებებს შორის განვითარების განსხვავებებს.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ აზერბაიჯანმა მიიღო „საზღვაო დარგის განვითარების 2022 – 2030 წლების სტრატეგია“, რომლის საფუძველზე აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო სანაოსნო – ASCO მ ეტაპობრივად დაიწყო საკუთარი საზღვაო – სავაჭრო ფლოტის შესაძლებლობების გაზრდა.
მნიშვნელოვანია, ის გარემოება, რომ გემების მშენებლობის შეკვეთები ძირითადად „ბაქოს გემთმშენებელ ქარხანაში“ მიმდინარეობს, გარდა ამისა, აზერბაიჯანი ახორციელებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გემების შესყიდვებს.
დღევანდელი მდომარეობით, აზერბაიჯანის სავაჭრო – საზღვაო ფლოტი შედგება 51 ერთეული გემისგან, რომელშიც გაერთიანებულია, ნავთობის გადასაზიდად განკუთვნილი – 20 ერთეული ტანკერი, 12 ერთეული – შერეული სარკინიგზო / საავტომობილო ბორანი, 16 ერთეული მშრალტვირთმზიდი გემი, 1 ერთეული – Ro – Ro ტიპის საავტომობილო ბორანი და 2 ერთეული Ro – Pax (Ro – Ro ს განსხვავებით, დამატებით უზრუნველყოფს ტვირთის გადაზიდვას) ტიპის გემი.
აზერბაიჯანის ფლოტი არა მხოლოდ კასპიის ზღვაზე ნაოსნობისათვის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებების ათვისებაზეა ორიენტირებული.
აზერბაიჯანის სახელმწიფო საწარმოების – სანაოსნო კომპანია ASCO ს და ნავთობის SOCAR ის ფინანსური სახსრებით, 2023 წლიდან იწყება, აზერბაიჯანის საზღვაო ფლოტის ახალი ტიპის გემებით შევსება – შეძენილი იქნა 70 000 – 120 000 ტონა ნავთობის სამი ტანკერი, Karabakh ი, Shusha და Zangezur ი, სახელები შეირჩა, ყარაბახის ტერიტორიაზე ახლად დაბრუნებული ქალაქების საპატივცემლოდ.
თუ 2023 წლამდე სანაოსნოს გემები ძირითადად გამოიყენებოდა, კასპიის ზღვაზე ნაოსნობისათვის, ახალი გემების შეძენით, გადაზიდვის არეალი გაფართოვდა, კერძოდ 2023 წლის ნოემბრიდან 2024 იანვრამდე, რუსეთის ნავსადგურ პრიმორსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან SOCAR ი, აზერბაიჯანის დროშით ტანკერებს თურქეთის ნემნუტის ყურის ტერმინალში ეზიდებოდა, ბუნებრივია დამატებითი სანქციების ამოქმედებამ შეაჩერა რუსეთის ნავსადგურებიდან გადაზიდვები.
2025 წლის დასაწყისში, 2022 – 2030 წწ სტრატეგიის შესაბამისად, აზერბაიჯანმა საერთაშორისო საზღვაო კომპანია Capital Maritime and Trading Corp დან
შეიძინა Aframax ის ტიპის 115 ათასი ტონა წყალწყვის 250 მეტრი სიგრძის ტანკერი.
აღნიშნული ტანკერი, დროებითი სარგებლობით, სამი წლის ვადით
– ტაიმ – ჩარტერით გადაეცა ბრაზილიის სანაოსნო კომპანიას, რომელიც მყისიურად შეუდგა ნავთობის გადაზიდვების განხრციელებას ბრაზილიიდან – სინგაპურის და მალაიზიის მიმართულებით. რაც
ხაზს უსვამს აზერბაიჯანის მისწრაფებას, მსოფლიოს ყველა მიმართულებით გაყიდოს საკუთარი საზღვაო სერვისები.
აზერბაიჯანმა ჯამში, მხოლოდ 2023 წელს ექსპლუატაციაში შეიყვანა, დამატებით შვიდი მსხვილტონაჟიანი გემი, მათ შორის ხუთი Aframax ის ტიპის ტანკერი და ორი Handysize ის ტიპის მშრალტვირთმზიდი.
გასათვალისწინებელია, ბაქოს გემთმშენებელი ქარხნის ფუნქციონირება, რომელიც, ძირითადად კასპიის ზღვაზე ნაოსნობისთვის განკუთვნილი გემების მშენებლობითაა დაკავებული.
აზერბაიჯანისთვის ასეთი სტრატეგიული ხედვა, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ეს ყოველივე კი ხელს უწყობს შუა დერეფანს სათანადო ფლოტით უზრუნველყოფას.
მიმდინარე ეტაპზე, ბაქოს გემთმშენებელ ქარხანაში მიმდინარეობს Ro – PAX ის ტიპის 5 740 ტონა წყალწყვის – მესამე ბორანის მშენებლობა, გემის მშენებლობის 50 % დასრულებულია. ბორანი გათვლილია 100 მგზავრზე, 56 ვაგონ -ცისტრნაზე და 50 სატვირთო ავტომობილზე.
წარმოდგენილი დიაგრამა ასახავს აზერბაიჯანის საზღვაო სანაოსნო ASCO ს მიერ ბოლო 10 წელიწადში გადაზიდვების მაჩვენებლებლებს.
დიაგრამა მოიცავს სამი ტიპის – ტანკერებით, ბორნებით და მშრალტვირთმზიდებით გადაზიდვებს. საგულისხმოა, რომ 2022 წლიდან იზრდება აზერბაიჯანის საზღვაო ფლოტის გადაზიდვები, რაც პირველ რიგში ფლოტის განახლებას უკავშირდება.
აზერბაიჯანის გაცხადებით, ქვეყნის სტატეგიულ ამოცანას – საზღვაო სერვისების ექსპორტის ხარჯზე, გადაზიდვების გეოგრაფიის გაფართოება წარმოადგენს, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ წილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკაში.
წარმოდგენილი ანალიზი მკაფიოდ წარმოაჩენს, აზერბაიჯანის და საქართველოს საზღვაო დარგების განვითარების მდგომარეობას.