პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში, მკვლევ­რებ­მა ჩვე­ნი მზის სის­ტე­მის მიღ­მა მდე­ბა­რე შვი­დი “ცხე­ლი იუ­პი­ტე­რის“ მსგავ­სი პლა­ნე­ტის მაგ­ნი­ტუ­რი ველი გა­ზო­მეს, რაც შე­საძ­ლოა, ახა­ლი გა­დამ­წყვე­ტი ინ­სტრუ­მენ­ტი გახ­დეს სი­ცო­ცხლის­თვის ვარ­გი­სი პლა­ნე­ტე­ბი­სა და უცხო ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის ძი­ე­ბა­ში.

  • მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლე­ბი სა­სი­ცო­ცხლო გავ­ლე­ნას ახ­დენს პლა­ნე­ტე­ბის ატ­მოს­ფე­რო­ზე, რაც შე­სა­ბა­მი­სად მათ სა­ბო­ლოო ბედ­სა და სი­ცო­ცხლის არ­სე­ბო­ბის შე­საძ­ლო პო­ტენ­ცი­ალ­ზე პო­ვებს ასახ­ვას.

ცნო­ბი­ლია რომ დე­და­მი­წის მაგ­ნი­ტუ­რი ველი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იცავ­და ჩვენს პლა­ნე­ტას მავ­ნე რა­დი­ა­ცი­ის­გან, რა­მაც მას აყ­ვა­ვე­ბულ, ლურჯ-მწვა­ნე სამ­ყა­როდ აქ­ცია; მა­შინ, როცა ინერ­ტუ­ლი მარ­სი დაშ­რა და ფაქ­ტობ­რი­ვად, უდაბ­ნოდ იქცა.

მცვე­ლი მაგ­ნი­ტოს­ფე­როს მნიშ­ვნე­ლო­ბა აშ­კა­რაა, თუმ­ცა ეგ­ზოპ­ლა­ნე­ტე­ბის (ჩვე­ნი მზის სის­ტე­მის მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის გარ­შე­მო მოძ­რა­ვი უცხო სამ­ყა­რო­ე­ბი) მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლე­ბის შე­სა­ხებ აქამ­დე ძა­ლი­ან მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვე­პო­ვე­ბო­და.

სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ “Nature Astronomy“ -ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით ას­ტრო­ნო­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯგუფ­მა 7 გა­ვარ­ვა­რე­ბულ პლა­ნე­ტა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ იქ ქა­რე­ბი მო­სა­ლოდ­ნელ­ზე ნელა მოძ­რა­ობ­და. ეს იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ მათ მოძ­რა­ო­ბას სწო­რედ მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლე­ბი აფერ­ხებს.

“ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც სხვა სამ­ყა­რო­ე­ბის მაგ­ნი­ტუ­რი გა­რე­მოს შე­და­რე­ბა შეგ­ვიძ­ლია, რაც საკ­ვან­ძო ნა­ბი­ჯია იმის გა­სა­გე­ბად, თუ რო­მელ პლა­ნე­ტებს შე­უძ­ლი­ათ წყლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, გა­დარ­ჩე­ნა და შე­საძ­ლოა, ოდეს­მე ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი სი­ცო­ცხლის ფორ­მე­ბის მას­პინ­ძლო­ბაც კი“, - აღ­ნიშ­ნა კვლე­ვის თა­ნა­ავ­ტორ­მა ჯუ­ლია სე­ი­დელ­მა, ნი­ცის (საფ­რან­გე­თი) ლაგ­რან­ჟის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ას­ტრო­ნომ­მა.

  • მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მო­ჩე­ნა

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მკვლევ­რე­ბი ეგ­ზოპ­ლა­ნე­ტე­ბის მაგ­ნი­ტურ ვე­ლებს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არ ეძებ­დნენ. მათ უბ­რა­ლოდ იმის დად­გე­ნა სურ­დათ, იქ­ცე­ო­და თუ არა ქა­რე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად კოს­მოს­ში არ­სე­ბულ სხვა ცხელ პლა­ნე­ტებ­ზე იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც აქამ­დე იყო ცნო­ბი­ლი.

ამის­თვის მათ შვიდ “უკი­დუ­რე­სად ცხელ იუ­პი­ტერ­ზე“ და­ი­წყეს დაკ­ვირ­ვე­ბა. გა­ვარ­ვა­რე­ბუ­ლი გა­ზის გი­გან­ტე­ბი, იმ­დე­ნად ახ­ლოს ბრუ­ნა­ვენ თა­ვი­ანთ მშო­ბელ ვარ­სკვლა­ვებ­თან, რომ ე.წ. “მოქ­ცე­ვი­თი ჩა­კეტ­ვა“ ახა­სი­ა­თებთ, პლა­ნე­ტის ერთი მხა­რე ყო­ველ­თვის ვარ­სკვლა­ვის­კე­ნაა მიბ­რუ­ნე­ბუ­ლი, ხოლო მე­ო­რე მუდ­მივ წყვდი­ად­შია ჩა­ძი­რუ­ლი. ინ­ტენ­სი­უ­რი ვარ­სკვლა­ვუ­რი გა­მოს­ხი­ვე­ბის გამო, ამ შვი­დი პლა­ნე­ტის სა­ვა­რა­უ­დო ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ახ­ლო­ე­ბით 2600 კელ­ვინს (4200 გრა­დუს ფა­რე­ნ­ჰე­იტ­ზე მეტს) აღ­წევს, ეს წარ­მო­უდ­გე­ნელ ქა­რებს იწ­ვევს, რო­მელ­თა სიჩ­ქა­რე სა­ათ­ში 7200 კი­ლო­მეტ­რი­დან თით­ქმის 25000 კი­ლო­მეტ­რამ­დე მერ­ყე­ობს. შე­და­რე­ბის­თვის: ჩვენს, არ­ცთუ ისე ცხელ იუ­პი­ტერ­ზე ქა­რის სიჩ­ქა­რე შე­და­რე­ბით ზო­მი­ე­რია და სა­ათ­ში “მხო­ლოდ“ 1500 კი­ლო­მეტრს შე­ად­გენს.

  • დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცეს­მა რამ­დე­ნი­მე სი­ურპრი­ზი გა­მო­ავ­ლი­ნა. ქა­რის სიჩ­ქა­რე ამ ცხელ, გა­ზის პლა­ნე­ტებ­ზე ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას­თან ერ­თად რე­ა­ლუ­რად იკ­ლებ­და, რაც უფრო ცხე­ლი იყო პლა­ნე­ტა, მით უფრო ნელი იყო ქარი.

“ეს სრუ­ლი­ად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ინ­ტუ­ი­ცი­ას, რად­გან, სხვა თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში, ცხელ პლა­ნე­ტებს მეტი ენერ­გია აქვთ ქა­რე­ბის და­საჩ­ქა­რებ­ლად, ამი­ტომ რა­ღაც უნდა ხდე­ბო­დეს, რაც უფრო ცხელ ობი­ექ­ტებ­ზე ქა­რის სიჩ­ქა­რეს ანე­ლებს“, - გან­მარ­ტავს კვლე­ვის თა­ნა­ავ­ტო­რი ვი­ვი­ენ პარ­მენ­ტიე, ლაგ­რან­ჟის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ას­ტრო­ნო­მი და პრო­ფე­სო­რი.

მკვლევ­რებ­მა და­ას­კვნეს, რომ ქა­რე­ბის “და­მუხ­რუ­ჭე­ბა­ზე“ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, შე­საძ­ლოა, მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლე­ბი იყოს, რომ­ლე­ბიც ამ ეგ­ზოპ­ლა­ნე­ტე­ბის ატ­მოს­ფე­რო­ში და­მუხ­ტუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის მოძ­რა­ო­ბას აფერ­ხე­ბენ.

წყარო: ambebi.ge