ტაჯიკეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ჰიჯაბის, გრძელი წვერისა და არაბული სტილის ტანსაცმლის გარკვეული სახეობების ტარებას კრძალავს.
ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, შეზღუდვები მიზნად ეროვნული ტრადიციების დაცვას ისახავს. აკრძალვა, მათ შორის, შავი ჰიჯაბების ტარებასაც ეხება.
ამასთან, სამართალდამცველებმა გაამკაცრეს კონტროლი წვერიან მამაკაცებზე, რადგან ხელისუფლება ასეთ გარეგნობას რელიგიური ექსტრემიზმის შესაძლო ნიშნად მიიჩნევს.