რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის გაგრძელებას კიდევ მინიმუმ სამი წლით გეგმავს და ამ მიზნით ახალი საბიუჯეტო პოლიტიკის მომზადება მიმდინარეობს. ამის შესახებ გამოცემა Moscow Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 2027–2029 წლებში რუსეთის მთავრობის მთავარ პრიორიტეტად კვლავ სამხედრო ხარჯები დარჩება. ამის ფონზე, კრემლი შესაძლოა იძულებული გახდეს, მნიშვნელოვნად შეამციროს დაფინანსება სხვა მიმართულებებზე, მათ შორის სოციალურ პროგრამებზე.
Moscow Times-ის ცნობით, რუსეთის ფედერალური ხელისუფლება ომის დასაფინანსებლად დამატებითი რესურსების მოძიებას აქტიურად ცდილობს, რადგან სამხედრო ხარჯებმა უკვე გადააჭარბა თავდაპირველ გეგმებს, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი ზრდას განაგრძობს.