იტალიური საბურავების მწარმოებელი Pirelli-ს აქციები მილანის ვაჭრობაზე 13.5%-ით დაეცა.

აქციების ფასი მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც Grizzly Research-ის ინვესტორებმა Pirelli რუსეთთან მჭიდრო კავშირებსა და რუსული სამხედროების ირიბად მომარაგებაში დაადანაშაულეს. 

Grizzly Research-ის ინვესტორები აცხადებენ, რომ Pirelli-ს საჯაროდ გამოქვეყნებულ შემოსავლებსა და რუსული ანგარიშებიდან მიღებულ მონაცემებს შორის შეუსაბამობები აღმოაჩინეს. მათი თქმით, საბურავების მწარმოებლის წმინდა მოგების 10% რუსეთში ოპერაციებიდან მოდის, ხოლო Pirelli იუწყება, რომ რუსეთი, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა და ინდოეთი ერთად მისი შემოსავლების მხოლოდ 6%-ს შეადგენს.