გიორგი ქოჩორაშვილი, დიდი ალბათობით, კარიერას „ხეტაფეში“ გააგრძელებს, ქართველი ნახევარმცველი ესპანური კლუბში იჯარით გადავა – ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა Abola-ს ჟურნალისტი უგო ფორტე ავრცელებს.

„გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგიდან“ „ხეტაფეში“ გადასვლასთან ახლოსაა. კლუბებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება ფეხბურთელის იჯარით (გამოსყიდვის ოფციით) გადასვლაზე.

ლისაბონელებს ქოჩორაშვილის ახლავე გაყიდვა სურდათ, რათა მის ტრანსფერში დახარჯული 5.5 მილიონი ევრო დაებრუნებინათ, მაგრამ „ხეტაფეს“ ფინანსური ფეარ პლეის გამო ახალი მოთამაშეების რეგისტრაციასთან დაკავშირებით შეზღუდვები ემუქრება და ხელს უშლის თანხის ერთიანად გადახდაში, შესაბამისად, იჯარა გამოსყიდვის უფლებით ერთადერთი გამოსავალი იყო“, – წერს პორტუგალიური გამოცემის ჟურნალისტი.

ხეტაფემ“, რომელსაც ხოსე ბორდალასი წვრთნის, 2025/26 წლების სეზონი ლა ლიგაში მეშვიდე ადგილზე დაასრულა და კონფერენს ლიგაში ითამაშებს.

პირველი არხი