მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწში დასრულდა ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტრო იუწყება.
უწყების ინფორმაციით, სკოლა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. პროექტის ღირებულება 1.3 მილიონი ლარია.
"განხორციელებული და მიმდინარე პროექტები უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, კომფორტულ და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნას, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში," - წერია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.