საქართველოში ქვანახშირის იმპორტი მკვეთრად იზრდება. მიმდინარე წლის 4 თვეში ქვეყანაში სულ 14.5 მილიონი აშშ დოლარის 81 ათასი ტონა ქვანახშირი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს - 2.2 მლნ აშშ დოლარსა და 7.9 ათას ტონას - შესაბამისად, 559%-ითა და 925%-ით აღემატება.

უნდა ითქვას ისიც, რომ ეს რეკორდული ნიშნულია წარსულში წლის ამ პერიოდში დაფიქსირებულ იმპორტის სხვა მაჩვენებლებთან შედარებით.

ამასთან, რუსეთს ბაზარზე სრული დომინაცია აქვს. იანვარ-აპრილში ჩრდილოელი მეზობლისგან 13.8 მილიონი აშშ დოლარის ქვანახშირი ვიყიდეთ, რაც 2,331%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებლებზე.

თავისთავად, გაზრდილია შემოტანილი რაოდენობაც და წინა წლის 2.5 ათას ტონას წლევანდელი 78.9 ათასი ტონა 3,018%-ით აჭარბებს.

თუ წლიურ მაჩვენებლებს გადავხედავთ, ამაზე მეტი რუსეთიდან შემოტანილ ქვანახშირში ისტორიაში მხოლოდ ხუთჯერ გადავიხადეთ, წლის პირველ 4 თვეში კი რუსეთიდან შემოტანილი ნედლეულში გადახდილი თანხა ამხელა არასდროს ყოფილა.

თუმცა წლევანდელი წელი გამორჩეული არაა და რუსეთი წინა წლებშიც უმსხვილესი იმპორტიორის პოზიციას იკავებდა.

bpn.ge