რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე განცხადებით პასუხობს,
რუსეთის ყოფილ მთავარ სანიტარს გენადი ონიშჩენკოს, რომელიც ირწმუნება, რომ საქართველოდან შეტანილი ღვინო განსაკუთრებით ყურადღებით უნდა შემოწმდეს. ონიშენკოს თქმით, ადვილი შესაძლებელია, რომ საქართველოდან ისევ ხდებოდეს უხარისხო სასმელების მიწოდება.

დავით ცეცხლაძის თქმით, „როგორც ჩანს, ბაზრის ზოგიერთ უმსხვილეს მოთამაშეს არ მოეწონა რუსეთის ფედერაციაში ღვინოების იმპორტის ბაზარზე ლიდერის შეცვლა და ონიშენკოს განცხადებაც ამის შედეგია.“

რაც შეეხება გენადი ონიშენკოს, მან საქართველოდან რუსეთში ალკოჰოლური სასმელების მიწოდების შეზღუდვას 2006 წელსაც მიაღწია. მაშინ მიზეზად დიდი რაოდენობით ფალსიფიცირებული ღვინო დასახელდა.

„თუ საქართველომ მართლაც ისწავლა გაკვეთილი განვლილი სიტუაციიდან და აწუხებს ქართული ბრენდის ღირსება, მაშინ, პრინციპში, ჩვენს ბაზარზე ღვინოების ასორტიმენტის გაფართოების ტენდენცია დასაფასებელია. და თუ ეს ასე არ არის, მაშინ შეიძლება ეს აღმოჩნდეს რუსი მომხმარებლის დაცინვის მორიგი რაუნდი,“- განაცხადა ონიშენკომ რუსულ მედიასთან.

შეგახსენებთ, 2023 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველომ იტალიას გადაუსწრო და რუსეთში ღვინის პირველი მიმწოდებელი გახდა