საქართველომ იტალიას გადაუსწრო და რუსეთში ღვინის პირველი მიმწოდებელი გახდა. საქართველოს წილმა რუსეთში უძრავი ღვინოების მიწოდებაში მოცულობით 19,1%-ს მიაღწია, ხოლო იტალიამ - 18,5%-ს. 2023 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან $103.5 მლნ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ქართული ღვინისთვის ძირითადი ბაზარი კვლავ რუსეთია. რუსეთში 69.1 მლნ დოლარის ღირებულების 24.15 მლნ ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა.
რომელია ტოპ-10 ექსპორტიორი ქართული კომპანია, რომელმაც 2023 წელში რუსეთში ყველაზე მეტი ღვინო გაიტანა. (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით):
- სს ბადაგონი - დაფუძნდა 2003 წელს. გენერალური დირექტორი მარინა გიორგაძეა. მმართველობის ორგანო სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე/წევრი: გიორგი სალაყაია. თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: გერმანე შენგელია, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ელისაბედ ბაგრატიონი, წევრები ვალერიან გორგილაძე და ქეთევან ჯაველიძე.
- შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია - დაფუძნდა 2004 წელს, გენერალური დირექტორი - დავით დუგლაძე. წილები შემდეგნაირად ნაწილდება 25.66%- ალექსანდრე ივანიშვილი (რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ძმაა), 25.68% - ზაალ დუგლაძე (ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“), მისი წილის მმართველი ამ ეტაპზე დავით დუგლაძეა. დავით დუგლაძე თავადაც ფლობს 25.66%-ს . 23% მალხაზ ყანჩაველს ეკუთვნის.
- სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა - დაფუძნდა 1996 წელს. დირექტორი - გოჩა გიოშვილი მმართველობის ორგანო სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე/წევრი: დავით დუგლაძე, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ალექსანდრე ივანიშვილი, წევრი: ეკატერინე დუგლაძე. (ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში კვლავ ბიძინა ივანიშვილის ძმა და დუგლაძეების გვარი ფიგურირებს).
- შპს წინანდლის ძველი მარანი - დაფუძნდა 2000 წელს, დირექტორი - შალვა ახობაძე. კომპანიის 100%-იან წილს ნანი მენაბდიშვილი ფლობს.
- შპს Bolero & Company – დაფუძნდა 2012 წელს. გენერალური დირექტორი - ირაკლი ბექაური, ერთპიროვნული დირექტორი - დავით ბოჭორიშვილი. 100%-იანი წილის მფლობელი ვახტანგ კარიჭაშვილი, რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეა.
- შპს GVMT Group – დაფუძნდა 2013 წელს. დირექტორი - ლერი რაზმაძეა. 100%-იანი წილი რუსეთ-საქართველოს ორმაგ მოქალაქეს ვახტანგ კარიჭაშვილს ეკუთვნის, (რომელიც ასევე ფლობს შპს Bolero & Company-ს).
- შპს ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი - დაფუძნდა 2008 წელს. დირექტორი თეიმურაზ ჯანყარაშვილი. 100%-იანი წილის მფლობელი სს ჰარვესთ ალავერდი.
- შპს ასკანელი ძმები - დაფუძნდა 1998 წელს. დირექტორი - ირაკლი უგლავა. მმართველობის ორგანო სამეთვალყურეო საბჭო. თავმჯდომარე/წევრი: ჯიმშერ ჩხაიძე, წევრები: ბესიკი კევლიშვილი, ნატალია სტროგონოვა/რუსეთის ფედერაცია/, წევრი: გოჩა ჩხაიძე /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/. წილები ასე ნაწილდება: 55% გოჩა ჩხაიძე /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/, 45% - შპს ასკანელი ვაინერი & დისტილერი (რომლის 100%-ის მფლობელი ისევ გოჩა ჩხაიძეა).
- შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა - დაფუძნდა 2001 წელს. მმართველობის ორგანო სამეთვალყურეო საბჭო, წევრები ზურაბ ჩხაიძე, ალექსანდრე ჩხაიძე, კახა ჭუმბურიძე, კობა ხარხელი, რუსლან მაქაცარია /უკრაინა/ , თეა თებიძე. კომპანიის 100%-ს ზურაბ ჩხაიძე ფლობს.
- შპს მეღვინეობა ხარება - დაფუძნდა 2012 წელს. გენერალური დირექტორი ალექსანდრე ხარებავა. მმართველობის ორგანო სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე/წევრი: ვახტანგ ლიპარტიანი, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: გიორგი იმნაძე, წევრი: ალექსანდრე ხარებავა.ამ დროისთვის მისი მფლობელების წილები ასე გამოიყურება: ვახტანგ ლიპარტიანი 0,3%; ალექსანდრე ხარებავა 0,5%; შპს "ვაჩნაძიანი" 5%. 52.2%-იანი წილის მფლობელია მეღვინეობა ხარება, რომელიც ეკუთვნის შვეიცარიაში რეგისტრირებულ სს ინტელლეგენს ჰოლდინგ აგ, CH-ს. 42%-ს ფლობს შპს „საქართველოს მარანი“, რომელსაც იგივე შვეიცარული სს მართავს.