სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიუმ ბრენდის პრიმოს მხარდაჭერით, ვოლვო ქარ საქართველომ განახლებული Volvo XC90 და სრულად ელექტრო EX90 წარადგინა. შვედური ბრენდის უახლესი მოდელების პრეზენტაცია ტექნოლოგიებისა და დიზაინის სინთეზში, ქართველი დიზაინერის, ირაკლი რუსაძის ბრენდის, “სიტუაციონისტის” ახალი კოლექციის თანხლებით გაიმართა.

“ვოლვო ქარ საქართველოსთან ხანგრძლივი პარტნიორობა გვაკავშირებს. ჩვენთვის მსგავსი ტიპის ღონისძიებები ყოველთვის საინტერესოა. ღონისძიებაზე წარმოდგენილები ვართ ალდაგის პრემიუმ ბრენდის, პრიმოს სახელით, რომელიც მომხმარებელს პრემიუმ დაზღვევის კომფორტს სთავაზობს. ვოლვოს ახალი თაობის მოდელები, სწორედ თანამედროვე ადამიანის საჭიროებებს არის მორგებული და ვფიქრობთ, რომ პრიმოსა და ვოლვოს თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს, ერთდროულად გამოსცადოს კომფორტი და სიმარტივე,” - აცხადებენ ალდაგში;

პრიმო ალდაგის პრემიუმ ბრენდია და საქართველოში პირველი პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა, რომლის ფარგლებში დაზღვეული ავტომობილის მფლობელს ჰყავს პირადი მენეჯერი ალდაგში და სარგებლობს ექსკლუზიური პირობებით დაზღვევაზე, მათ შორის, ავტორიზებულ სერვისცენტრებში მომსახურება, კონსიერჟის მომსახურება.