NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ირაკლი ბერაია სხვადასხვა დროს იკავებდა სუს-ის უფროსის პირველი მოადგილისა და დაზვერვის სამსახურის უფროსის პოზიციებს. წლების განმავლობაში, ბერაია იყო საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. 
ასევე გახლდათ საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში.

სხვადასხვა პერიოდში ირაკლი ბერაია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორისა და შსს-ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობებზე მსახურობდა". - წერია უწყების განცხადებაში.