ფეხბურთში წლის მთავარი ინდივიდუალური ჯილდოს, France Football-ის „ოქროს ბურთის“ გათამაშება დასრულდა. წარმოგიდგენთ ყველა ნომინაციის გამარჯვებულს:

წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი – უსმან დემბელე (პსჟ, საფრანგეთი)

წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – აიტანა ბონმატი („ბარსელონა“, ესპანეთი)

წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი ფეხბურთელი – ლამინ იამალი („ბარსელონა“, ესპანეთი)

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქალი ფეხბურთელი – ვიკი ლოპესი („ბარსელონა“, ესპანეთი)

წლის საუკეთესო მამაკაცი მეკარე – ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ/„მან.სიტი“, იტალია)

წლის საუკეთესო ქალი მეკარე – ანა ჰემპტონი („ჩელსი“, ინგლისი)

წლის საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელი – ლუის ენრიკე (პსჟ, ესპანეთი)

წლის საუკეთესო ქალი მწვრთნელი – სარინა ვეიმანი (ინგლისის ნაკრები, ნიდერლანდები)

წლის საუკეთესო ბომბარდირი მამაკაცთა შორის – ვიქტორ იოკერესი („არსენალი“/„სპორტინგი“, შვედეთი)

წლის საუკეთესო ბომბარდირი ქალთა შორის – ევა პაიორი („ბარსელონა“, პოლონეთი)

წლის საუკეთესო გუნდი მამაკაცთა შორის – პსჟ (საფრანგეთი)

წლის საუკეთესო გუნდი ქალთა შორის – „არსენალი“ (ინგლისი)

პირველი არხი