აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც, მისი თქმით, მომავალ პრეზიდენტებს ხელს შეუშლის თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გარკვეული ცვლილებების შეტანაში.
„ბიბისი“ წერს, რომ ტრამპმა პრეზიდენტობის მეორე ვადის განმავლობაში მკვეთრად შეცვალა პრეზიდენტის ოფიციალური კაბინეტის იერსახე, განსაკუთრებით ბევრი ოქროს დეტალის დამატებით და მისი სურვილია, რომ მომდევნო პრეზიდენტებს მისი ცვლილების უფლება არ ჰქონდეთ.
„ჩვენ მას ეროვნულ ძეგლად ვაქცევთ და არავის ექნება უფლება, რომ შეეხოს, გაანადგუროს, დაანგრიონ სულელმა ადამიანებმა, რათა ააშენონ რაღაც ოდნავ განსხვავებული ფორმით“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
აღმასრულებელი ბრძანება, რომელსაც ტრამპმა ხუთშაბათს მოაწერა ხელი, ოვალურ კაბინეტს, მის მიმდებარე ზოგიერთ ოთახთან ერთად, ეროვნულ ძეგლად აცხადებს.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ის არ „ზღუდავს პრეზიდენტის უფლებამოსილებას, ხელახლა მოაწყოს ის, შეარჩიოს ავეჯი ან განახორციელოს ჩვეულებრივი ოპერატიული და უსაფრთხოების მოდიფიკაციები, რომლებიც მნიშვნელოვნად არ აზიანებს ძეგლის ისტორიულ სტრუქტურას ან არქიტექტურულ ხასიათს“.