სოხუმში სირიის პორტებთან საზღვაო მიმოსვლის დამყარების შესაძლებლობას განიხილავენ.


როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი თეიმურაზ მიქვაბია აცხადებს, მხარეები სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირის საკითხებს განიხილავენ.

მიქვაბიამ გაიხსენა, რომ აფხაზურმა დელეგაცია დამასკის 62-ე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა, რომლის ფარგლებშიც სამუშაო შეხვედრები გაიმართა "აფხაზეთის მთავრობის" წარმომადგენლებთან.

სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" 2018 წელს აღიარა, რის შემდეგაც საქართველომ დამასკსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. სირიის დედაქალაქში "აფხაზეთის საელჩო" 2020 წელს გაიხსნა.

საქართველომ თურქეთს მიმართა თხოვნით ეშუამავლა სირიის ახალ მთავრობასთან მოლაპარაკებებში, საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "აღიარების" გაუქმებასთან დაკავშირებით. მსგავსი მოწოდებებით სირიის ხელისუფლებას ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ასევე აშშ-ის კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიმართეს, დამასკს ამ მოწოდებებზე კომენტარი არ გაუკეთა