გამოცემა Eurasianet წერს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსებმა იარაღის მაღაზიებს მიაშურეს და იმდენი იარაღი იყიდეს, რომ მეზობელ ყაზახეთში დეფიციტიც კი გამოიწვიეს.

რა მდგომარეობაა საქართველოში, სადაც ყაზახეთის შემდეგ ყველაზე მეტი რუსი მიგრანტი შემოვიდა. ამასთან დაკავშირებით სტატიას „ბიზნესპრესნიუსი“ აქვეყნებს.

ერთ-ერთი მაღაზია, რომელსაც BPN დაუკავშირდა, "კალიბრია" და ის არ ვაჭრობს მხოლოდ სანადირო თოფებით. მაღაზიის დირექტორი, შორენა ციცქიშვილი აცხადებს, რომ ომის შემდეგ მათთან იარაღზე მოთხოვნა გაზრდილია.

"ომის შემდეგ ქვეყანაში მოთხოვნა გაიზარდა, რადგან ხალხს ეშინია, თუმცა აქ ერთი პროცენტიც კი არ იქნება რუსების წილი, რადგან უცხოელებზე გაფორმება რთულია. წინა წელთან შედარებით ზუსტ პროცენტულ სხვაობას ვერ გეტყვით, მაგრამ აშკარად გაზრდილია.

რუსეთიდან ომის შემდეგ იარაღი აღარ შემოდის, არა იმიტომ, რომ ისინი არ გვაძლევენ, არამედ ჩვენ ვიკავებთ თავს მათთან ურთიერთობაზე. ძირითადად, ამერიკიდან, თურქეთიდან შემოდის და ადგილობრივ ბაზარზე იყიდება", - ამბობს ციცქიშვილი.

ვრცლად bpn.ge