პსჟ-ის ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალის მატჩის შემდეგ წერილს sports.yahoo აქვეყნებს.
„პსჟ-ის თავდამსხმელმა გასულ კვირას პარიზში პლეიოფის პირველ მატჩში ორჯერ გაიტანა, დღეს კი საპასუხო შეხვედრაში თავი ლონდონშიც გამოიჩინა.
ბოლო სეზონებში ყურადღების ცენტრში უსმან დემბელე და დეზირე დუე მოექცნენ, თუმცა კვარაცხელიამ ყველას შეახსენა, რატომ არის მსოფლიოს საუკეთესო გარემარბების სიაში.
„სტემფორდ ბრიჯზე“ მერვედფინალის მეორე შეხვედრაში გატანილი გოლით ქართველმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 11 შედეგიანი მოქმედება ჩაიწერა – 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა“, – ვკითხულობთ წერილში.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ორ შეხვედრაში „ჩელსის“ 3 გოლი გაუტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო საპასუხო მატჩში მესამე საგოლე შეტევაც განავითარა, მაგრამ ეს სტატისტიკაში არ აისახება. საბოლოოდ, 8,4 ქულით ქართველი ვარსკვლავი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.