სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში ომის გამო მარტის და აპრილის თვის ჯავშნების მნიშვნელოვანი ნაწილი გაუქმდა.
როგორც მაია წერეთელმა BMG-სთან მიმდინარე ტენდენციების შეფასებისას განაცხადა, შეინიშნება ჯავშნების მატება მაისის შემდგომ პერიოდზე, რაც მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჯავშნების ნაწილობრივ გადმომისამართების ეფექტია.
"ჯავშნების მე ვიტყოდი 60% მარტის და აპრილის თვის დასაწყისზე გაუქმებულია. ეს ეხება იმ ჯავშნებს, რომელიც მოდიოდა ისრაელის და აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. ვინაიდან აპრილი, მოგეხსენებათ, ისრაელისთვის დღესასწაულების პერიოდი იყო და საკმაოდ ბევრი ჯავშნები გვქონდა. მაისზე ნაკლებად იგრძნობა ამ ეტაპზე. შეინიშნება მომატება ჯავშნების მაისის შემდეგ, ანუ ივნისი, ივლისი, აგვისტოზე. პირიქით, უფრო მეტი გვიკავშირდება, ვინც მოითხოვს დამატებითი ჯავშნების გაკეთებას. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ჯავშნები რაც მიდიოდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე, გადმოინაცვლებს საქართველოზე საკმაოდ კარგია.
საკმაოდ რთულია პროგნოზის გაკეთება იმ თვალსაზრისით, რომ არ ვიცით ომი რა ფორმით განვითარდება, რამდენად ამ კონფლიქტს დასასრული ექნება უფრო ადრე ვიდრე ზაფხულის თვეებია. თუმცა ამ ეტაპზე, როგორც ჩანს ტურისტებმა დაიწყეს ჯავშნების გადმომისამართება, ვინაიდან გარკვეული რაოდენობა ადამიანების, რომლებიც დასვენებას აპირებდა ახლო აღმოსავლეთში, სადღაც უნდა წაიყვანონ. თუ ამ სიცარიელეს ჩვენ ამოვავსებთ საქართველოს ბაზრით, ეს საკმაოდ მოგებიანი იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე ტურბულენტურ ზონაში ვართ, ანუ არ ვიცით რა განვითარება ექნება ომს",- აცხადებს მაია წერეთელი.