საქართველოში ეკონომიკის 20 სექტორს შორის, ყველაზე დაბალი საშუალო ანაზღაურება ზედიზედ მეათე წელია განათლების სექტორშია.
„საქსტატის“ 2025 წლის მეოთხე კვარტლის თანახმად, განათლების სფეროში საშუალო ხელფასი 1517 ლარია, მაშინ როდესაც ქვეყანაში არსებული საშუალო ანაზღაურება 2 466.2 ლარს შეადგენდა.
განათლების სექტორში არის უფრო დაბალი ხელფასები, ვიდრე სოფლის მეურნეობის, ნარჩენების მართვისა და დასუფთავების სექტორებში.

