ბრიტანულ - ნიდერლანდური ნავთობისა და გაზის კომპანია Shell-მა 2026 წლის მესამე კვარტალში წმინდა მოგება 2.3-ჯერ გაზარდა. ამასთან, კორექტირებულმა მაჩვენებელმა ექსპერტების მოლოდინს გადააჭარბა.

Shell-ის წმინდა მოგებამ ივლის-სექტემბერში 12.06 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 5.32 მილიარდი დოლარი იყო. ერთჯერადი ხარჯების გამოკლებით მოგება 5.43 მილიარდი დოლარიდან 10.81 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც LSEG-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს, 10.33 მილიარდ დოლარს, აღემატება.

კორექტირებული EBITDA გაიზარდა 22.74 მილიარდ დოლარამდე წინა წლის 14.77 მილიარდ დოლართან შედარებით.

შემოსავალი 68.15 მილიარდი დოლარიდან 92.85 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

ვრცლად interfax – ზე