ნავთობის ფასები ხუთშაბათს დღისით მინუსში დარჩა – ბაზრის მონაწილეები აფასებენ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებს, ჩართული მხარეების მიერ ახალი დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ ცნობების ფონზე.

ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent–ის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსები ბარელზე 113.97 აშშ დოლარად ივაჭრება, რაც წინა დახურვის ფასზე 1.35 აშშ დოლარით (1.17%-ით) ნაკლებია.

ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის (NYMEX) ელექტრონულ სავაჭრო სართულზე WTI ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსები 1.31 დოლარით (1.27%-ით) დაეცა და ბარელზე 101.47 დოლარი შეადგინა.

ოთხშაბათს Brent-ის ნავთობის კონტრაქტები 1%-ით, ხოლო WTI-ის კონტრაქტები 3%-ით გაიზარდა.

ვრცლად interfax – ზე