დღეს აღმოსავლეთ ზღვაში სამხრეთ კორეასა და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სამდღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. ინფორმაციას სამხრეთკორეული გამოცემის Yonhap-ი ავრცელებს.
„წვრთნები ჩრდილოეთ კორეისგან გამომდინარე ბირთვული და სარეკეტო საფრთხის ეფექტური შემაკავებელი შესაძლებლობა უნდა გახდეს და მათზე პასუხიც, რაც გაერთიანებული თავდაცვითი პოზიციის შემდგომი გამაგრებისთვის არის საჭირო“, – განაცხადა სამხრეთ კორეის წარმომადგენელმა, გენერალმა კიმ ინ ჰო-მ.
სამდღიან წვრთნებში ორივე მხრიდან 9 ხომალდი, 2 საპატრულო თვითმფრინავი და სამხრეთ კორეის 2 წყალქვეშა ნავი მიიღებს მონაწილეობას.