ნავთობის ფასმა სამშაბათს დღისით შემცირება დაიწყო აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ ცნობების ფონზე.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსები 0.93 დოლარით (0.88%-ით) დაეცა და ბარელზე 104.35 დოლარი შეადგინა.
ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის (NYMEX) ელექტრონულ სავაჭრო სართულზე WTI ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსები 0.89 აშშ დოლარით (0.96%-ით), ბარელზე 91.71 აშშ დოლარამდე დაეცა.