ეს არის საერთაშორისო რობოტიკის ჩემპიონატი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს აერთიანებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის - STEM-ის - გარშემო. ღონისძიების მთავარი მიზანი მხოლოდ რობოტიკის შეჯიბრი არ არის. FIRST Global ქმნის გარემოს, სადაც სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის მქონე ახალგაზრდები ხვდებიან ერთმანეთს, ქმნიან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, სწავლობენ თანამშრომლობას და ერთად ეძებენ გზებს იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც მთელ მსოფლიოს ეხება. FIRST Global-ის იდეა ეფუძნება იდეას, რომ მაშინაც კი, როდესაც ადამიანებს ბევრი რამ განასხვავებთ, ტექნოლოგია და საერთო მიზნები მათ ერთმანეთთან დაკავშირებას შეძლებს.

FIRST Global Challenge პირველად 2017 წელს, ვაშინგტონში, გაიმართა და მასში 157 ქვეყანა მონაწილეობდა. მას შემდეგ ჩემპიონატი ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება და ახალგაზრდებს ახალი გლობალური გამოწვევების გარშემო აერთიანებს. შეჯიბრის თემა ყოველ წელს იცვლება, მაგრამ ის ძირითადად ეკოლოგიასა და გარემოს დაცვაზეა.

2026 წლის ჩემპიონატის თემაა „Igniting Innovations“, რომელიც დაკავშირებულია ტყის ხანძრებისა და მათი შედეგების გამოწვევებთან. მსოფლიოს გუნდები ერთმანეთს არა მხოლოდ მოედანზე შეხვდებიან, არამედ იმუშავებენ ერთობლივ მიზნებზე, გაცვლიან გამოცდილებას და ერთმანეთისგან ისწავლიან. 2026 წლის FIRST Global Challenge სამხრეთ კორეაში გაიმართება, რაც საქართველოს ნაკრებისთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობას წარმოადგენს - საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ტექნოლოგიურ ღონისძიებაში და მსოფლიოს ახალგაზრდებთან ერთად შეიძინოს ახალი გამოცდილება.

საქართველოს მონაწილეობა FIRST Global-ში

საქართველო FIRST Global-ის ოჯახის ნაწილია მისი არსებობის დასაწყისიდან. საქართველოს ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ჩემპიონატში 2017 წლიდან მონაწილეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ახალგაზრდების ისტორია STEM-ში FIRST Global-თან ერთად მთელი ჩემპიონატის ისტორიის განმავლობაში ვითარდება. წლების განმავლობაში სხვადასხვა თაობის ქართველმა მოსწავლეებმა მსოფლიოს ყველაზე დიდი ახალგაზრდული რობოტიკის ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დროშით იასპარეზეს, შექმნეს საკუთარი რობოტები, ითანამშრომლეს სხვა ქვეყნების გუნდებთან და საერთაშორისო ასპარეზზე ქართული STEM საზოგადოება უფრო მეტ ადამიანს გააცნეს.

 საქართველოს ნაკრების ისტორია და მიღწევები

საქართველოს FIRST Global-ის ისტორია არაერთ მნიშვნელოვან შედეგს მოიცავს. განსაკუთრებით გამორჩეული იყო 2018 წლის FIRST Global Challenge მეხიკოში, სადაც საქართველოს გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა. იმ წელს ჩემპიონატში 180-ზე მეტი გუნდი მონაწილეობდა.

2018 წლის წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმიტომაც, რომ საქართველოს გუნდი მაშინ FIRST Global-ში მეორედ მონაწილეობდა. ამ შედეგმა აჩვენა, რომ მცირე ქვეყანასაც შეუძლია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონკურსში მაღალი შედეგის მიღწევა.

საქართველოს გუნდმა ასევე წარმატებით იასპარეზა 2019 წლის FIRST Global Challenge-ზე დუბაიში, რომლის თემა ოკეანეების დაბინძურებასა და გარემოს დაცვას უკავშირდებოდა, გუნდმა გაერთიანებული სამეფოსა და კატარის გუნდებთან ერთად ფინალისტთა ალიანსში მეორე ადგილიმოიპოვა.

2022 წელს Team Georgia-მ International Enthusiasm Award-ის ბრინჯაოს მედალიმიიღო - ჯილდო, რომელსაც გუნდებს სხვა მონაწილეების მხარდაჭერისა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის გადასცემენ.

2025 წელს Team Georgia-მ მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა და Katherine Johnson Award for Engineering Documentation-ის ვერცხლის მედალი დაიმსახურა, რომელიც გუნდის საინჟინრო მუშაობისა და მისი დოკუმენტირების ხარისხს აფასებს. ასევე, გუნდმა ჯილდო მიიღო Social Media Challenge-შიც.

Team Georgia 2026 აერთიანებს ახალგაზრდაქართველ ინოვატორებს თბილისისა დაქუთაისის სკოლებიდან, რომლებიცსხვადასხვა მიმართულებით არიანდაინტერესებული - რობოტიკით, პროგრამირებით, ინჟინერიით, ფიზიკით, ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით. გუნდისთითოეული წევრისთვის  2026 წლის FIRST Global Challenge კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ მიღებული ცოდნა რეალურ პროექტშიგამოიყენოს და საქართველოს სახელი კიდევ

Team Georgia 2026 - საქართველოს სახელით, მსოფლიოს ახალგაზრდებთან ერთად.