Goldman Sachs Group Inc.-ის დირექტორთა საბჭომ განიხილა გეგმა, რომლის მიხედვითაც ბანკის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი დევიდ სოლომონი თანამდებობას 2027 წელს დატოვებს და მის ადგილს ამჟამინდელი პრეზიდენტი და ოპერაციული დირექტორი ჯონ უოლდრონი დაიკავებს, იტყობინება The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
მათი თქმით, განიხილებოდა დაახლოებით 2027 ან 2028 წლის ბოლოს უოლდრონის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნის შესაძლებლობა. გეგმის თანახმად, სოლომონი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ დაახლოებით ერთი ან ორი წლის განმავლობაში Goldman Sachs-ის აღმასრულებელი თავმჯდომარედ დარჩება.
წყაროების განცხადებით, განსახილველი გეგმა საბჭოს დამტკიცებას საჭიროებს, რაც შესაძლოა მომდევნო თვეებში მოხდეს.