მომავალი თვიდან, Ryanair-ის მგზავრებს, რომლებსაც ბარგის ჩაბარება სურთ, ჩანთების ჩაბარება გაფრენამდე სულ მცირე 60 წუთით ადრე მოუწევთ. ამჟამად, ავიაკომპანიის მგზავრებს ბარგის ჩაბარების სერვისით სარგებლობა დაგეგმილ გაფრენამდე 40 წუთით ადრე შეუძლიათ. ეს ცვლილება 10 ნოემბრიდან ამოქმედდება ყველა იმ აეროპორტში, სადაც ავიაკომპანია ოპერირებს.

აპრილში დაანონსებული ეს ცვლილება იმ მიზნით განხორციელდა, რომ მომხმარებლებს აეროპორტის უსაფრთხოების შემოწმებისა და პასპორტკონტროლის რიგების გასავლელად მეტი დრო ჰქონოდათ.

Ryanair-ის მონაცემებით, ამჟამად მათი რეისების მგზავრთა მხოლოდ 20% აბარებს ბარგს.

ვრცლად euronews – ზე