მსოფლიოს მდიდრების მიგრაციის მიზნების შესახებ ახალი ანგარიშის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი წელს 9500 მილიონერს დაკარგავს, რაც 2023 წელთან შედარებით გაორმაგებული ციფრია. ჩინეთი კი 15200 - მილიონერს. ამის შესახებ Bloomberg-ი Henley Private Wealth Migration Report-ზე დაყრდნობით იტყობინება.

Henley-ის კვლევითმა პარტნიორმა New World Wealth-მა შეაფასა მიგრაციის მაჩვენებლები გადაადგილების მონაცემების, საინვესტიციო მიგრაციის პროგრამების სტატისტიკისა და სიმდიდრის ინდუსტრიის შუამავლებთან ინტერვიუების საფუძველზე.

ანგარიში მომზადდა მაშინ, როდესაც ბრიტანეთი არჩევნებისთვის ემზადება, სადაც ოპოზიციური ლეიბორისტული პარტია 20%-ით უპირატესობა აქვს მმართველ კონსერვატორებთან შედარებით. ლეიბორისტული პარტია კი მდიდრებისთვის უფრო მაღალი გადასახადების მომხრეა.

ბრიტანეთის სუპერმდიდართა მიგრაციის ბოლოდროინდელი ჩქარდება, რომელიც ბრექსიტის დროს დაიწყო. ანგარიშის მიხედვით, 2017 წლიდან გასულ წლამდე ქვეყანამ მიგრაციის გამო 16500 მილიონერი დაკარგა.

მილიონრებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულება არაბთა გაერთიანებული საამიროებია, რომელიც წელს 6700 შეძლებულ ადამიანს იზიდავს.

ამავდროულად, აშშ იყო სიდიდით მეორე ქვეყანა ახალი 3800 მილიონერით, რასაც მოსდევს სინგაპური 3500 მოსალოდნელი მილიონერით.