კომპანია Holidu-მ 2026 წლის საუკეთესო ევროპული აეროპორტების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც ეფუძნება კონტინენტის 100 ყველაზე დატვირთული აეროპორტის მიმოხილვებს Google Maps-ში.
საბოლოო სიაში შეტანილი 85 ჰაბიდან, სტამბოლის აეროპორტმა მგზავრების ყველაზე მაღალი შეფასება (4.4 ქულა) 110,254 მიმოხილვის საფუძველზე მიიღო. მოგზაურები აღნიშნავენ თანამედროვე, ფართო და სუფთა ტერმინალებს, ასევე აეროპორტის ორგანიზებულობასა და ტექნოლოგიურ განვითარებას.
პორტუს ფრანცისკო სა კარნეიროს აეროპორტი ზედიზედ მეორე წელია მეორე ადგილზეა.
ლიდერთა სამეულს ჰელსინკის აეროპორტი ასრულებს.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე