ძლიერი სიცხის გამო საბერძნეთის მთავრობამ ზოგიერთ კომპანიას მიმართა, არ დაუშვან, რომ დასაქმებულებმა მზის აქტიურ მონაკვეთში სამუშაო ღია სივრცეებში შეასრულონ.

სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შუადღიდან 17:00 საათამდე მუშაობა შეჩერდება, კერძოდ, მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანებისთვის, საკვების მიმწოდებლებისა და კურიერებისთვის.

საბერძნეთის ზოგიერთ რაიონში ტემპერატურის მატებას 42-43 გრადუსამდე ელოდებიან.

მეტეოროლოგების თქმით, ივლისის ბოლომდე ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ დაიკლებს.