მთავრობამ „კურორტების შესახებ“ დადგენილება მიიღო. დოკუმენტი საკურორტო საქმიანობის სფეროში არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს და ადგენს კურორტებისა და საკურორტო ადგილების შესახებ ნუსხას.

დადგენილების თანახმად, ტერიტორიისთვის კურორტის, ან საკურორტო ადგილის სტატუსის მინიჭებისა თუ გაუქმების შესახებ მოქალაქემ კურორტების განვითარების სააგენტოს უნდა მიმართოს. თავის მხრივ, სააგენტო 30 დღის განმავლობაში განიხილავს განაცხადს და დაადგეს ტერიტორიის შესაბამისობას მოთხოვნებთან.

გარდა ამისა, დადგენილებით კურორტების განვითარების სააგენტოს დამატებითი ფუნქციები განესაზღვრა:

  • კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
  • საკურორტო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა;
  • კურორტებსა და საკურორტო ადგილებში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა;
  • გეოინფორმაციული რუკების მომზადება, საკურორტო ადგილების რეესტრის შექმნა, ეკონომიკური მდგომარეობის დადგენა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა;
  • კურორტებსა და საკურორტო ადგილებზე მაღალი რისკის პროფესიის პერსონალის მომზადებისა და გადამზადების ხელშეწყობა;
  • საინვესტიციო წინადადების შემუშავება, ასევე მცირე და საშუალო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება;
  • კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორებთან ურთიერთობა, პროექტების შემუშავება და განხორციელება.

ვრცლად ბიზნესპრესნიუსზე