„საქართველოს რკინიგზამ“ თბილისის ცენტრალური სადგურის N2 და N3 სამგზავრო ბაქნების რეაბილიტაციაზე შპს „მაქსიმუმთან“ 3.29 მილიონი დოლარის კონტრაქტი გააფორმა.
სამუშაოები 12 თვეში დასრულდება და ეტაპობრივად განხორციელდება - თითოეულ ბაქანზე რეაბილიტაციას 6 თვე დაეთმობა.
პროექტი ბაქნების ინფრასტრუქტურისა და საფარის განახლებას, ახალი გადახურვების მოწყობას, სანიაღვრე სისტემის გაუმჯობესებასა და განათების შეცვლას ითვალისწინებს. ასევე დამონტაჟდება ოთხი ახალი ესკალატორი.
ბაქნების რეაბილიტაცია „საქართველოს რკინიგზამ“ 2024 წელსაც დაგეგმა, თუმცა მაშინ გამოცხადებული ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 4 მილიონ ლარს შეადგენდა, არ შედგა.