ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ სი ძინპინთან, როგორც აშშ-ისთვის, ისე ჩინეთისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, გრანდიოზული რამ მოხდება.
„თითქმის ყველას მსგავსად, როგორც ჩანს, მასაც მოეწონა იდეა, რომ „ხელოვნურ ინტელექტს,“ რომელსაც ცუდად და არაზუსტად შეურჩიეს სახელი, უფრო ზუსტი და მნიშვნელოვანი სახელი – სუპერინტელექტი დავარქვათ. ეს იქნებოდა „სუპერ!“ გუშინ საღამოს ამას ყველა დაეთანხმა“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.