ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის 6.6 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ - წერს პლატფორმა X-ზე. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის „ევროპული მშვიდობის ფონდიდან” 6.6 მილიარდი ევროს გამოყოფისთვის პირობებზე შეთანხმდნენ.
ეს კარგი ამბავია უკრაინისთვის და ცუდი რუსეთისთვის.
900 მილიონი ევრო განკუთვნილია უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიისთვის. 1 მილიარდი ევრო მოხმარდება აღჭურვილობის ერთობლივ შესყიდვას. 4.7 მილიარდი ევრო კი წევრ ქვეყნებს ხარჯებს აუნაზღაურებს, და ზოგიერთმა მათგანმა უკვე განაცხადა, რომ საკუთარ წილს უკრაინას გადასცემენ.
მოსკოვის ჰიბრიდული თავდასხმები მიზნად ისახავს ევროპის დაშინებას, რათა მათ უკრაინის მხარდაჭერა შეამციროს. ევროპა საპირისპიროს აკეთებს“, - წერს კალასი.