იაპონელმა მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე „ქათმის ენა“ გაშიფრეს. ამის შესახებ Business Insider კვლევაზე დაყრდნობით წერს.

მკვლევრებმა შექმნეს ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია ფრინველების ემოციების ამოცნობა მათი ხმის ანალიზით. პროგრამას „ღრმა ემოციური ანალიზი" ჰქვია. სისტემა იკვლევს ქათმების სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობას, მათ შორის შიმშილს, შიშს, ბრაზს, ღელვას და კმაყოფილებას.

ექსპერიმენტში 80-ზე მეტი მამალი და ქათამი მონაწილეობდა. თუმცა, მკვლევრებმა არ გამორიცხეს ტექნოლოგიური ცდომილებები. მაგალითად, ზოგიერთი ქათამი სხეულის ენის საშუალებით ურთიერთობს. ასევე, ზეპირი კომუნიკაცია შეიძლება განსხვავდებოდეს ქათმის ჯიშის მიხედვით.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ექსპერიმენტი ფრინველების ჰაბიტატის გამოსაკვლევად ჩატარდა. „თუ ჩვენ ვიცით, რას გრძნობენ ცხოველები, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მათთვის კომფორტული სამყარო“, - ამბობენ კვლევის ავტორები.