საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა ხიდი, თბილისის მიმართულება), დაზიანდა ხიდის სავალი ნაწილის ფილა.მათი ცნობით, დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოების გამო, აღნიშნულ ადგილზე დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა 4 დღის განმავლობაში დროებით ერთ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება.