რამ­დენ ხანს შე­უძ­ლია ადა­მი­ანს იცო­ცხლოს? - ოფი­ცი­ა­ლუ­რი რე­კორ­დი ფრანგ ჟანა კალ­მანს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც 1997 წელს, 122 წლი­სა და 164 დღის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მეც­ნი­ე­რებ­ში დღემ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს დავა მისი სა­ბუ­თე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა­ზე, ეს ციფ­რი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­ბე­რი­სა და სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბის მკვლევ­რე­ბის­თვის მთა­ვარ ორი­ენ­ტი­რად ით­ვლე­ბო­და. თუმ­ცა, ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­სა­ხებ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ახა­ლი კვლე­ვე­ბი უბ­რა­ლოდ გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს.

კლა­სი­კუ­რი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი კვლე­ვე­ბი და უჯრე­დე­ბის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის მო­დე­ლე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ადა­მი­ა­ნის ბუ­ნებ­რი­ვი სი­ცო­ცხლის ზღვა­რი 115-დან 150 წლამ­დე მერ­ყე­ობს. თუმ­ცა, რო­გორც ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი გა­მო­ცე­მა New Scientistწერს, ეს გა­მოთ­ვლე­ბი მე­დი­ცი­ნის მო­მა­ვალ პროგ­რესს სა­ერ­თოდ არ ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სი­ცო­ცხლე 200 წლამ­დე?

ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის რე­ა­ლუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­სა­ფა­სებ­ლად მეც­ნი­ე­რებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ა­ტა­რეს. მათ წარ­მო­იდ­გი­ნეს სცე­ნა­რი, სა­დაც მე­დი­ცი­ნა ახერ­ხებს და­ბე­რე­ბის ყვე­ლა იმ მი­ზე­ზის აღ­მო­ფხვრას, რო­მელ­თა მკურ­ნა­ლო­ბაც თე­ო­რი­უ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია - ორ­გა­ნიზ­მში ტო­ვე­ბენ მხო­ლოდ დნმ-ის იმ და­ზი­ა­ნე­ბებს, რო­მელ­თა აღ­დგე­ნაც შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ასეთ იდე­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში, ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მაქ­სი­მა­ლუ­რი ხან­გრძლი­ვო­ბის ზედა ზღვა­რი ფე­ნო­მე­ნა­ლურ 194 წლამ­დე იზ­რდე­ბა.

თაღ­ლი­თო­ბა

ზო­გა­დად, და­ზუს­ტე­ბით იმის თქმა თუ რამ­დენ ხანს ცო­ცხლობს ადა­მი­ა­ნი, ფაქ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, რად­გან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ა­ლუ­რი ასა­კი გა­ყალ­ბე­ბუ­ლია ხოლ­მე.

გარ­და ამი­სა, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა დე­ტა­ლურ­მა შე­მოწ­მე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ "100 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი“ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 70%-მდე სი­ნამ­დვი­ლე­ში გარ­დაც­ვლი­ლია, თუმ­ცა ქა­ღალ­დზე კვლავ ცო­ცხლად ირი­ცხე­ბი­ან.

იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრის უმ­კაც­რე­სი და უშეც­დო­მო სის­ტე­მა მოქ­მე­დებს, ბოლო 150 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა არც ერთი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ადა­მი­ანს 115 წელ­ზე მეტ­ხანს ეცო­ცხლოს.

ასე რომ, სა­ნამ მეც­ნი­ე­რე­ბი 200-წლი­ა­ნი სი­ცო­ცხლის ფორ­მუ­ლას ეძე­ბენ, რე­ა­ლუ­რი რე­კორ­დე­ბი ჯერ კი­დევ დიდ კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას.

www.ambebi.ge