საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად - აცხადებს ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი.

„ქართული საზოგადოების მოლოდინებისა და ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გათვალისწინებით, საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ გამოიყენონ ისტორიული შესაძლებლობა, შეასრულონ ევროკავშირის რეკომენდაციები და მოიპოვონ კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა. 

პრეზიდენტმა რინკევიჩმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.