„ევროკავშირი მიესალმა საქართველოს პრაქტიუკლ ჩართულობასა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების პრევენციის მიმართულებით“, – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია.

„ასოცირების საბჭომ ასევე განიხილა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მხარეებს შორის შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები. ევროკავშირმა გამოხატა მზადყოფნა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული აგრესიული ომის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად და გააძლიეროს მისი მედეგობა კიბერ და ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავების მეშვეობით, აგრეთვე, ევროპული მშვიდობის ფონდის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერის გზით. საქართველომ ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობის დაწყებისა და ევროკავშირის მუდმივი სტრუქტურული თანამშრომლობის – PESCO – პროექტებში ჩართვის სურვილი გამოხატა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.