საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, რომელსაც საქართველო აღარ წარადგენს აღნიშნული თანამდებობის მესამე ვადით დასაკავებლად და სანაცვლოდ საამიროების კანდიდატს უჭერს მხარს - ამ ამბავზე პირველ კომენტარს „ფორმულასთან“აკეთებს.

„ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით.

მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს.

3 კვირაა და მეტი ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep states და არც გლობალურ ომის პარტიას - მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი“ - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში დაადასტურეს ინფორმაცია, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მხარს დაუჭერენ არა ზურაბ პოლოლიკაშვილს, - რომელიც ამ ორგანიზაციას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს, - არამედ არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.

თავდაპირველად ეს ინფორმაცია 13 მაისს ესპანურმა გამოცემა The Diplomat-მა გაავრცელა.