საქართველოს მთავრობამ, შესაძლოა, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევას მხარი არ დაუჭიროს, - ინფორმაციას The Diplomat-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, პოლოლიკაშვილის ნაცვლად, საქართველოს მთავრობა გეგმავს გაერთიანებული საამიროების კანდიდატს შეიხა ალ ნოვაისს დაუჭიროს მხარი.
The Diplomat-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს (UAE) შორის დადებული ფარული შეთანხმების ნაწილია.