საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა დაახლოებით 53.2 მილიარდი ლარია, აქედან 31.8 მილიარდი ლარის სესხები გაცემულია ბიზნეს სექტორზე. ბიზნეს სექტორში 90 დღეზე მეტად ვადაგადაცილებული კრედიტების წილი 2%-ს, ანუ დაახლოებით 652 მილიონ ლარს შეადგენს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 27 სხვადასხვა დარგიდან ყველაზე მეტი სესხი სოფლის მეურნეობის, სასტუმროების და ტურიზმის სექტორზე გაიცა. ამ სექტორებზე მაღალია ვადაგადაცილებული სესხების წილიც.
ბიზნეს სექტორის დაკრედიტება და მასში 90 დღეზე მეტად ვადაგადაცილებული სესხების წილი:
- სოფლის მეურნეობის სექტორი - 3,073,829,000 ლარი, ვადაგადაცილება 3.0%
- სასტუმროები და ტურიზმი - 2,912,356,000 ლარი, ვადაგადაცილება 2.3%
- სერვისი - 2,787,240,000 ლარი, ვადაგადაცილება 1.8%
- უძრავი ქონების დეველოპმენტი - 2,693,749,000 ლარი, ვადაგადაცილება 1.7%
- უძრავი ქონების მენეჯმენტი - 2,683,283,000 ლარი, ვადაგადაცილება 2.1%
- ენერგეტიკა - 2,117,887,000 ლარი, ვადაგადაცილება 0.2%
- ვაჭრობა (სხვა) - 1,953,532,000 ლარი, ვადაგადაცილება 3.3%
- სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა - 1,918,354,000 ლარი, ვადაგადაცილება 1.6%
- სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა - 1,729,861,000 ლარი, ვადაგადაცილება 2.7%
- სამომხმარებლო საქონლის წარმოება - 1,572,704,000 ლარი, ვადაგადაცილება 2.0%
- ჯანდაცვა - 1,141,816,000 ლარი, ვადაგადაცილება 2.6%
- მძიმე მრეწველობა - 913,402,000 ლარი, ვადაგადაცილება 1.4%
- სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) - 869,715,000 ლარი, ვადაგადაცილება 4.1%
- წარმოება (სხვა) - 778,807,000 ლარი, ვადაგადაცილება 1.4%
- რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები - 739,347,000 ლარი, ვადაგადაცილება 4.4%
- მათ შორის: ექსპორტიორები - 692,625,000 ლარი, ვადაგადაცილება 2.2%
- საფინანსო ინსტიტუტები - 602,003,000 ლარი, ვადაგადაცილება 0.3%
- ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა - 561,687,000 ლარი, ვადაგადაცილება 0.6%
- ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა - 542,367,000 ლარი, ვადაგადაცილება 0.9%
- ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები - 372,731,000 ლარი, ვადაგადაცილება 3.1%
- ტელეკომუნიკაცია - 232,910,000 ლარი, ვადაგადაცილება 0%
- საბითუმო ლომბარდი - 227,250,000 ლარი, ვადაგადაცილება 0.0%
- სხვა - 212,769,000 ლარი, ვადაგადაცილება 3.6%
- ავტომობილების დილერები - 208,850,000 ლარი, ვადაგადაცილება 0.3%
- ფარმაცევტიკა - 133,103,000 ლარი, ვადაგადაცილება 0.1%
- სახელმწიფო ორგანიზაციები - 65,930,000 ლარი, ვადაგადაცილება 0.3%
- ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები - 44,315,000 - ლარი, ვადაგადაცილება - 0.0%.