Galt&Taggart-ის 30 სექტემბერი – 4 ოქტომბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიიდან ორის აქციების ფასები, წინა კვირასთან შედარებით გაზრდილია, შემცირდა მხოლოდ თიბისი ბანკის ჯგუფის აქციების ფასი.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 37.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.13% წინა კვირასთან შედარებით და -14.48% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 281 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 35.50 - 38.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 55 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 25.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -6.47% წინა კვირასთან შედარებით და -11.23% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 286 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.70 - 27.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 58 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.67 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.31% წინა კვირასთან შედარებით და - 2.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 422 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.02 - 9.73 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 81 ათასი აქცია შეადგინა.