ევროპის საფონდო ინდექსები 31 მაისს დაეცა და მაისი „მინუსში“ დასრულდა.

რეგიონის უმსხვილესი კომპანიების კომპოზიტური ინდექსი Stoxx Europe 600 ბაზრის დახურვისას 1,1%-ით, 451,76 პუნქტამდე დაეცა, ხოლო ინდიკატორის ღირებულება 3,1%-ით შემცირდა.

ბრიტანული საფონდო ინდექსი FTSE 100 ოთხშაბათს 1,01%-ით დაეცა, გერმანული DAX-ი და ფრანგული CAC 40-ი - 1,54%-ით, იტალიური FTSE MIB-ი - 1,97%-ი, IBEX 35-ი - 1,28%-ით.

საფონდო ბირჟებზე უარყოფითი გავლენა იქონია ჩინეთის სუსტმა სტატისტიკურმა მონაცემებმა, რამაც გაზარდა ტრეიდერების შიში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და გლობალური ეკონომიკისთვის აქტივობის შემცირების შედეგებთან დაკავშირებით.

ჩინეთის საწარმოო ინდუსტრიაში შესყიდვების მენეჯერების ინდექსი (PMI), რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ გამოითვლება, მაისში ხუთ თვიან მინიმუმამდე, აპრილის 49,2-დან, 48,8-მდე დაეცა. ინდექსის 50 პუნქტს ქვემოთ არსებობა მრეწველობის სექტორში აქტივობის შემცირებაზე მიუთითებს.

ევროპული კომპანიების აქციების კოტირებები, რომლებიც ძირითადად ჩინეთშია ორიენტირებული, დაეცა. ამრიგად, ნავთობკომპანიების BP Plc-ისა და Shell-ის აქციები შემცირდა 2.9%-ით და 2.7%-ით, BHP-ის, Rio Tinto-სა და Glencore-ის - 1.7%-ით, 1.2%-ით და 1.3%-ით; Burberry-მ - 2.5%-ით, LVMH-მ - 2.6%-ით, Kering-მა - 2.9%-ით და Hermes-მა - 2.6%.