2026 წლის I კვარტალში ავტომობილების განბაჟების აქციზიდან ბიუჯეტში 76 010 270 ლარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.8 მილიონი ლარით, ანუ 28%-ით მეტია.
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2025 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში ეს მაჩვენებელი 59 248 458 ლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, ახალი ცვლილების თანახმად, 2026 წლის პირველი აპრილიდან საქართველოში მსუბუქი ავტომობილების აქციზი გაძვირდა. კონკრეტულად, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 კბ/სმ-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრა, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის - 4.5 ლარის ოდენობით.