არასოდეს იმის განწყობა არ მქონია, რომ პოლიტიკურად აქტიური ვიყო. რატომ უნდა ვიყო პოლიტიკურად აქტიური თუ ბიზნესში ვარ? - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა ბიზნესისთვის საჯარო პოლიტიკური აქტივობის აკრძალვის საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

„თუ პოლიტიკაში გინდა, განაცხადებ და მიდიხარ პოლიტიკაში და ჩვენს ქვეყანაში, მე როგორც ვიცი, არავინ გიკრძალავს. მიკრძალავენ მაგას?

რატომღაც ჩვენ გვინდა, რომ ერთმანეთს შევეხოთ: ან ერთი პარტიისკენ იყო, ან მეორე პარტიისკენ და გაფუჭდეს ბიზნესი.

მე სულ ვოპონირებ ყველასთან, არ ყოფილა მთავრობა მე რომ არ ვოპონირებდე, იმიტომ რომ ჩემი საქმე ეგ არის: ბიზნესში ვარ, მე მეტს ვითხოვ, მე მინდა სულ მხარდაჭერა, სულ ნაკლები გადასახადი და სულ მეტი შეღავათი. ამდენად, არ ვიცი რა მიიღეს”, - აცხადებს პაპაშვილი.