ჰორმუზის სრუტის ირანული ნაღმებისგან სრულად გაწმენდას შესაძლოა ექვსი თვე დასჭირდეს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაიწყოს, სანამ ირანის წინააღმდეგ ომი გრძელდება. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა კონგრესს განუცხადა, იუწყება Washington Post-ი.
შესაბამისად, ახლო აღმოსავლეთში ომის ეკონომიკური გავლენა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე და შესაძლოა უფრო მეტხანსაც გაგრძელდება.
წარმომადგენლობითი პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრებისთვის დახურული ბრიფინგის დროს, თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა გაამხილა, რომ ირანელებმა ზოგიერთი ნაღმი დისტანციურად განათავსეს GPS-ის გამოყენებით, რაც მათ აღმოჩენას ართულებს.