"ჰიპოთეზა ვერ ჩაანაცვლებს მტკიცებულებას, ხოლო მტკიცებულების არარსებობის პირობებში რჩებამხოლოდ ბრალდება, რომელიც თავისთავად ვერ ადასტურებს შესაბამის გარემოებებს", - წერს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე სოცილაურ ქსელში, რითაც "ბრიტანულ - ქართულ აკადემიის" გარშემო არსებული დავის კონტექსტში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. საკითხი ეხება საწარმოს ხელახალი სავალდებულო რეგისტრაციის პროცესში ნათია ჯანაშიასა (30%-იანი პარტნიორი) და "საქართველოს განათლების ჯგუფს" (70% -იანი პარტნიორი) შორის დაფიქსირებულ უთანხმოებას.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე დავა უკვე ისეთ ფაზაში გადავიდა, როცა საკითხი აღარ დგას მხოლოდ წილების ფასზე ან ფორმალურ პროცედურებზე — დავა ეხებაგადაწყვეტილებების მიღებას და, საბოლოოდ, კომპანიის მომავალს.

"მხარეთა მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დავის ესკალაცია უკავშირდება 13მარტის რიგგარეშე კრებას და მეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის მონაცემების ახალი კანონმდებლობისმოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესს.

შესაბამის ვადად განსაზღვრული იყო 2026 წლის 1 აპრილი, რომლის დარღვევაც იწვევს რეგისტრაციისშეჩერებას და გავლენას ახდენს კომპანიის სამართლებრივ და ფინანსურ ფუნქციონირებაზე.

კრებაზე 30%-იანი წილის მფლობელმა ნათია ჯანაშიამ მხარი დაუჭირა მოქმედი წესდების შენარჩუნებას დაგანაცხადა, რომ შეთავაზებული ცვლილებები ზღუდავდა მის, როგორც მინორიტარი პარტნიორის უფლებებს.

ამ პოზიციის საპირისპიროდ, „საქართველოს განათლების ჯგუფი“, რომელიც ფლობს აკადემიის 70%-ს, აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. მათი განმარტებით, მიღებულიგადაწყვეტილებები განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობისა და იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილისტანდარტების შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილიყო აკადემიის რეგისტრაციის პროცესის გაგრძელება დასაქმიანობის შეუფერხებლობა", - აღნიშნავს ცუცქირიძე.

ანალიტიკოსი დასძენს, რომ მიუხედავად საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრაციის პროცესის დროებითშეჩერებისა, რაც როგორც ირკვევა, გამოწვეული იყო ნათია ჯანაშიას წინააღმდეგობით და მის შემდგომსაჩივრებთან დაკავშირებული პროცედურებით, წარმომადგენლობითი უფლებები უკვე აღდგენილი აქვს "ბიტანულ-ქართული აკადემიის" მოქმედ მენეჯმენტს, რაც უმთავრესია კომპანიის საოპერაციო საქმიანობისშეუფერხებლად წარმოებისთვის.

"პირველი და ყველაზე თვალსაჩინო სისუსტე, რაც ნათია ჯანაშიას მხარის ნარატივს ახასიათებს,  არისმტკიცებულებების დეფიციტი. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება იმმხარეს, რომელიც ამტკიცებს თავისი უფლებების დარღვევას. შესაბამისად, მინორიტარი პარტნიორივალდებულია დაასაბუთოს, კონკრეტულად რომელი უფლება დაირღვა, რა ქმედებით და რა სამართლებრივისაფუძვლით არის აღნიშნული ქმედება უკანონო.

ნათია ჯანაშიას განცხადებებში არ იკვეთება, ახალი წესდების საფუძველზე კონკრეტულად რომელიუფლებები დაირღვა, რა შინაარსით და რა ფორმით. კერძოდ, არ არის მითითებული, შეიზღუდა თუ არა ვეტოსან თანხმობის უფლება, დაირღვა დივიდენდის მიღების უფლება, დირექტორის ანგარიშვალდებულებისმოთხოვნის უფლება თუ კომპანიასთან დაკავშირებულ ფინანსურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. ზოგადიფორმულირებები — როგორიცაა „უფლებები იგნორირებულია“ ან „მდგომარეობა გაუარესდა“ — სამართლებრივი თვალსაზრისით არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას.

კორპორაციულ დავებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კონკრეტიკას: აუცილებელია განისაზღვროს, ახალი წესდებით რომელი უფლება შეიზღუდა, რა ქმედებით და რა სამართლებრივი საფუძვლით არისაღნიშნული ქმედება სადავო.

მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა არის არგუმენტის შიდა ლოგიკური წინააღმდეგობა, რომელიცგარკვეულწილად თვითგამომრიცხავ ხასიათსაც იძენს. მიუხედავად იმისა, რომ ნათია ჯანაშიას ტექსტშიარაერთხელ არის გაკეთებული აქცენტი ინვესტორის მხრიდან სკოლის ლიკვიდაციისკენ მიზანმიმართულქმედებებზე, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები ამგვარი განზრახვის დასადასტურებლად საკმარისადმყარ და ერთმნიშვნელოვან საფუძველს ვერ ქმნის.

აღწერილი ქმედებები — მათ შორის კრების დღის წესრიგის განსაზღვრა, წესდებასთან დაკავშირებული დავადა რეგისტრაციის ვადის დარღვევა — შესაძლოა მიუთითებდეს მენეჯერულ შეცდომებზე, ინტერესთაკონფლიქტზე ან პარტნიორებს შორის სამართლებრივ დავაზე, თუმცა თავისთავად არ ადასტურებს წინასწარგანზრახულ გეგმას სკოლის ლიკვიდაციის მიზნით.

ამასთანავე, განცხადებებში არ არის წარმოდგენილი ისეთი პირდაპირი მტკიცებულებები ან ქმედებათათანმიმდევრული ჯაჭვი, რომელიც გამორიცხავდა ალტერნატიულ ახსნებს და ერთმნიშვნელოვნადდაადასტურებდა შესაბამის განზრახვას. კერძოდ, არ იკვეთება კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უშუალოდუკავშირდება აქტივების შემდგომ დაუფლებას ან წინასწარ დაგეგმილ სტრატეგიას ლიკვიდაციის პროცესისინიცირებისათვის.

მესამე მნიშვნელოვანი სისუსტე არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არარსებობა. განცხადებებში არ არისწარმოდგენილი ქმედებათა ისეთი თანმიმდევრული ჯაჭვი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ვინმე რეალურადმოქმედებს კომპანიის ლიკვიდაციის მიზნით.

არ იკვეთება არც კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც მიუთითებდა აქტივების შესაძლო დაუფლების გეგმაზედა არც წინასწარ დაგეგმილი სტრატეგია. ფაქტობრივად, ცხადდება მხოლოდ მიზანი იმგვარი ქმედებებისგარეშე, რაც მას დაადასტურებდა.

ჰიპოთეზა ვერ ჩაანაცვლებს მტკიცებულებას, ხოლო მტკიცებულების არარსებობის პირობებში რჩება მხოლოდბრალდება, რომელიც თავისთავად ვერ ადასტურებს შესაბამის გარემოებებს.

ამ ფონზე, მინორიტარი პარტნიორის, ანუ ნათია ჯანაშიას მხარის, ქცევაც საჭიროებს უფრო ზუსტ შეფასებას. კორპორაციული სამართალი იცავს მინორიტარი პარტნიორის ინტერესებს, თუმცა ეს დაცვა არ არისაბსოლუტური და არ გულისხმობს კომპანიის მმართველობითი პროცესების ფაქტობრივ პარალიზებას.

თუ პარტნიორი სისტემატურად ბლოკავს წესდების მიღებას ან აფერხებს რეგისტრაციის პროცესს იმპირობებში, როდესაც ვადების დარღვევა ქმნის სამართლებრივ და ოპერაციულ რისკებს, ასეთი ქცევაშესაძლოა სცდებოდეს უფლებების დაცვის ლეგიტიმურ ფარგლებს.

ასეთ შემთხვევაში შედეგი შეიძლება იყოს არა ინტერესთა ბალანსის დაცვა, არამედ კომპანიისფუნქციონირების შეფერხება. ამ კონტექსტში ჩნდება საკვანძო კითხვა: თუ ინვესტორის მიერ დასახელებული„დესტრუქციული მიზანი“ მტკიცებულებებით არ დასტურდება, მაშინ როგორ უნდა აიხსნას ის ქმედებები, რომლებიც, მათი ინტერპრეტაციით, კომპანიის პარალიზების რისკს ზრდის?

საბოლოოდ, წარმოდგენილი ნარატივი ვერ ფორმირდება მყარ სამართლებრივ პოზიციად. ის ძირითადადეყრდნობა შეფასებებს, ვარაუდებსა და ურთიერთგამომრიცხავ ინტერპრეტაციებს, თუმცა არ აჩვენებს იმას, რაც ასეთ დავაში გადამწყვეტია — კონკრეტულ სამართლებრივ დარღვევას, მკაფიო მიზეზ-შედეგობრივკავშირს და დამაჯერებელ მტკიცებულებებს", - ასრულებს მსჯელობას ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე.